LIVE

გეიტსმა კრიპტო და NFT პროექტებს ყალბი უწოდა

15 ივნ 202213:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1192
გეიტსმა კრიპტო და NFT პროექტებს ყალბი უწოდა

მილიარდერმა ბილ გეიტსმა სამშაბათს გამართულ კლიმატის კონფერენციაზე კრიპტოვალუტის და NFT პროექტებს ყალბი უწოდა და განაცხადა, რომ ისინი "უფრო დიდი სულელის თეორიაზეა" დაფუძნებული. გეიტსმა ციფრული აქტივები წარსულშიც გააკრიტიკა.

„ცხადია, მაიმუნების ძვირადღირებული ციფრული გამოსახულებები უზომოდ გააუმჯობესებს სამყაროს“,- სარკასტულად აღნიშნა გეიტსმა კალიფორნიის TechCrunch-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე. მან ასევე განაცხადა, რომ ამ აქტივების კლასის არც სასარგებლოდ და არც წინააღმდეგ ფსონებს არ დადებს.

გეიტსი საცალო ინვესტორებისთვის ბიტკოინის ზედმეტად სარისკო ბუნებისა და მონეტების მაინინგის გარემოსდაცვითი ზიანის შესახებ გასულ წელს ილონ მასკსაც დაუპირისპირდა.

ბიტკოინის ფასი ორშაბათს 15%-ზე მეტით დაეცა, ხოლო სამშაბათს კიდევ 5.4%-ით, რაც კრიპტოვალუტების ფართო გაყიდვამ გამოიწვია. სექტორის ვარდნა ასევე დაკავშირებულია აშშ-ში მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლებთან და საკრედიტო პლატფორმა Celsius-ის მიერ გატანის შეჩერებასთან. პოპულარულმა NFT კოლექციებმა, მათ შორის სახელგანთქმულმა Bored Ape Yacht Club (BAYC)-მა, ასევე დიდი დარტყმა მიიღეს.

გეიტსმა ასევე დაიცვა ციფრული ბანკინგი, რომელსაც ფილანთროპიული ფონდების მეშვეობით უჭერს მხარს. მისი თქმით, ისინი ასჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე კრიპტოვალუტები.

ცნობისთვის, მაიკლ ბლუმბერგი, Bloomberg-ის დამფუძნებელი და უდიდესი წილის მფლობელი, გეიტსის Breakthrough Energy Ventures-ის მხარდამჭერია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გერბენი