
სანამ ბირჟის მოთამაშეები აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინში ფასის დადგენას ცდილობენ, ბიტკოინის ფასი დღევანდელ ვაჭრობაში კიდევ 10%-ით დაეცა.
თუმცა, მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტოვალუტამ $2,386-იანი დღიური ვარდნა თითქმის გაანახევრა და მისმა ფასმა $22,690 შეადგინა. ზარალი შეამცირეს სხვა ვალუტებმაც, მათ შორის ეთერიუმმა და Avalanche-მა, Polkadot-მა კი მცირე ზრდა დააფიქსირა.
კრიპტოვალუტები სპეკულაციური აქტივებისგან დისტანცირების ინდიკატორი გახდა მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში ინფლაციასთან საბრძოლველად მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება და გლობალური ბაზრების ლიკვიდურობა მცირდება.
ასევე, კრიპტო მსესხებელმა Celsius-მა ორშაბათს გატანები შეაჩერა, რამაც ციფრული აქტივების სექტორის შესახებ შფოთები კიდევ უფრო გაზარდა. ეს ახალი კრიზისია მას შემდეგ, რაც გასულ თვეში Terra-ს სტაბილკოინის კოლაფსმა ბაზრები შეარყია.
ტრეიდერები ასევე თვალს ადევნებენ MicroStrategy-ის, რომლის დიდი ფსონი ბიტკოინზე უკუშედეგს აჩვენებს. ფირმამ ციფრული მონეტის დიდი რაოდენობა შეიძინა და შესაძლოა სესხისთვის დამატებითი დაზღვევის განთავსება დასჭირდეს, რადგან ბიტკოინი გასულ თვეში დადგენილ სატესტო დონეებს ცდის.
ორშაბათს ბაზრებიდან $1,1 მილიარდზე მეტი ღირებულების კრიპტოს ლიკვიდირება მოხდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიისა ავტორი: ჯესიკა ოსინგერი