
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უგულებელყო გაფრთხილებები ქვეყანაში მოსალოდნელი რუსული სამხედრო ინტერვენციის შესახებ.
“ბევრს ეგონა, რომ ვაჭარბებდი, მაგრამ ვიცოდი და გვქონდა მონაცემები იმის დასადასტურებლად, რომ ის (პუტინი) საზღვრებს გასცდებოდა. ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. ზელენსკის არ სურდა ამის მოსმენა. ბევრს არ სურდა მოსმენა”,- განაცხადა ბაიდენმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პუტინი უკრაინის “არა მხოლოდ ერის, არამედ კულტურის განადგურებაში” დაადანაშაულა და თქვა, რომ რუსეთის ლიდერი დედაქალაქ კიევს “დედა რუსეთის ადგილად” მიიჩნევს.
რუსმა სამხედროებმა ვერ დაიკავეს კიევი, მაგრამ წინ წავიდნენ სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში. პუტინი იმედოვნებს, რომ დაიპყრობს მთელ დონბასის რეგიონს. უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევები განახორციელეს ხარკოვის ჩრდილოეთით და ოკუპირებული ხერსონის მიდამოებში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯოშ უინგროვი და ჯორდან ფაბიანი