LIVE

საფრანგეთი რუსული ნავთობის ჩასანაცვლებლად საამიროებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

05 ივნ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 775
საფრანგეთი რუსული ნავთობის ჩასანაცვლებლად საამიროებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

საფრანგეთი რუსული ენერგიის წყაროებისთვის ალტერნატივის ძიების პროცესში არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, საფრანგეთი ასევე გეგმავს ინვესტიციების დაჩქარებას სუფთა ენერგიაზე გადასასვლელად, რაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გასაზრდელად ქარის ელექტროსადგურების ამუშავების დაჩქარებას გულისხმობს.

ევროკავშირმა გასულ კვირას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას მოიცავს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შეთანხმების შედეგად, ევროკავშირში რუსული ნავთობის იმპორტი წლის ბოლომდე 92%-ით შემცირდება. მან ასევე დასძინა, რომ არ უნდა გამოირიცხოს ემბარგო რუსულ გაზზე.

ტიერი ბრეტონმა, ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარმა, კვირას CNews-თან და Europe1-თან ინტერვიუებში განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გაზს ევროპის დასაყოფად იყენებს.

„ჩვენ ასევე უნდა გავთავისუფლდეთ გაზისგან. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ავტონომია, რადგან ვლადიმერ პუტინს არ მოსწონს ევროპული პროექტი“,- განაცხადა ბრეტონმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიმს რეგანი