
რუსი მილიარდერი და საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” ყოფილი მფლობელი, რომან აბრამოვიჩი ევროსასამართლოში ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს ასაჩივრებს.
რომან აბრამოვიჩს სანქციები მარტში დაუწესდა. სადამსჯელო ზომები მოიცავს აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას.
გადაწყვეტილებაში ევროკავშირმა მიუთითა, რომ აბრამოვიჩი არის “რუსი ოლიგარქი, რომელსაც აქვს ხანგრძლივი და მჭიდრო კავშირი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან”. ბლოკი ასევე აცხადებს, რომ აბრამოვიჩი არის მეტალურგიული კომპანია “ევრაზიის” საკვანძო აქციონერი. კომპანია კი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემომტანია რუსეთის ბიუჯეტში.
გარდა რომან აბრამოვიჩისა, სასამართლოს მიმართეს სხვა სანქცირებულმა რუსმა ბიზნესმენებმაც. მათ შორის არიან “ალფა ბანკის” აქციონერები, პიტერ ავენი და მიხეილ ფრიდმანი. ისინი ევროკავშირის გადაწყვეტილებას არაგონივრულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ზომებს შეუძლია ბიზნესს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.
ევროკავშირის გადაწყვეტილებას ასევე აპროტესტებს “სევერსტალის” მფლობელი, ალექსეი მორდაშოვი. ასევე, Bloomberg-ის ინფორმაციით, USM Holdings-ის დამფუძნებელი, ალიშერ უსმანოვი.
სასამართლოს კარტოთეკაში დარეგისტრირებულია სახელწმიფო კორპორაცია ber-ის, მისი ხელმძღვანელის, იგორ შუვალოვის, ჯგუფ “სირენის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრა პუმპიანსკის, “ურალქიმიის” ყოფილი ხელმძღვანელის, დმიტრი მარეპინის, “რუსარგოს” დამფუძნებლის, ვლადიმი მოშკოვიჩის, “მერკურის” პრეზიდენტის, იგორ კესაევის, მილიარდერ ანდრეი მელნიჩენკოსა და “მაგნიტის” უმსხვილესი აქციონერის, ალექსანდრა ვინოკუროვას სარჩელები.