LIVE

სასურსათო კრიზისის მოგვარება სანქციების მოხსნის სანაცვლოდ - პუტინი პირობას აყენებს

26 მაი 202221:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 687
სასურსათო კრიზისის მოგვარება სანქციების მოხსნის სანაცვლოდ - პუტინი პირობას აყენებს

რუსეთი მზად არის, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო სასურსათო კრიზისის შემსუბუქებაში, თუ დასავლეთი სანქციებს მოხსნის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა

“ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სასურსათო კრიზისის დაძლევაში მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტით, თუ დასავლეთიდან პოლიტიკურად მოტივირებული შეზღუდვები მოიხსნება”,- ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინა რუსეთის პოზიციას “შანტაჟს” უწოდებს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ პუტინი უკრაინასთან ომის შედეგად შექმნილი სასურსათო კრიზისის იარაღად გამოყენებით “მსოფლიოს გამოსასყიდს სთხოვს”.

რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადა აჩერებს მარცვლეულის გადაზიდვას. მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები კი სწორედ რუსეთი და უკრაინა არიან.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამოქალაქო გემებს შეუძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენონ აზოვის ზღვის პორტი მარიუპოლში. რუსეთის მტკიცებით, პორტის მიმდებარედ ნაღმების აფეთქების საფრთხე აღმოფხვრილია.