LIVE

ეკონომიკის სამინისტრო „ბორჯომზე“: შეთავაზება მიღებულია, დაიწყო შესწავლა

19 მაი 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 819
ეკონომიკის სამინისტრო „ბორჯომზე“: შეთავაზება მიღებულია, დაიწყო შესწავლა

ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი კომპანიისგან „ბორჯომის“ აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე შეთავაზება მიიღო.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ უწყებაში განუცხადეს, დაიწყო შესწავლა, საკითხი დასკვნისთვის ასევე გადაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს და გადაწყვეტილება მხოლოდ შესწავლის შემდეგ გასაჯაროვდება.

შეგახსენებთ, IDS BORJOMI International-მა მისი მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის, აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, ოფიციალური შეთავაზების წარდგენა დააანონსა.

კომპანიის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზების დათანხმების შემდგომ, „IDS ბორჯომი საქართველო“ შეძლებს წარმოების აღდგენას.

მინერალური წყლების მწარმოებელმა კომპანია „IDS ბორჯომმა“ 29 აპრილიდან წარმოება დროებით შეაჩერა. კომპანიამ გადაწყვეტილების მიზეზად ომის გამო პროდუქციის რეალიზაციის გართულება და ასევე, საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა დაასახელა.

„IDS ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია