LIVE

ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

17 მაი 202217:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 773
ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

ფინეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანების გეგმას მხარი დაუჭირა. ეს სკანდინავიის ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის ისტორიული ცვლილებაა.

ფინეთმა და შვედეთმა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი რუსული აგრესიის საპასუხოდ გამოხატეს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრი ერთ ღამეში მას შემდეგ შეიცვალა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

ნატოში გაწევრიანებას მხარი 188 დეპუტატმა დაუჭირა, საწინააღმდეგო პოზიცია რვამ დააფიქსირა, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი სამმა კანონმდებელმა შეიკავა. პარლამენტის გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს მთავრობა, ისევე როგორც პრეზიდენტი საული ნიინისტო, შემდეგ კი განაცხადი ნატოს შტაბ-ბინაში გადაიგზავნება. შვედეთის განაცხადი არ საჭიროებს კენჭისყრას პარლამენტში და მას ხელი უკვე მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ.

სკანდინავიური ქვეყნები ასევე მუშაობენ თურქეთის წინააღმდეგობის მოხსნაზე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიანიშნა, რომ არ დაუშვებს მათ ნატოში გაწევრიანებას ქურთ ბოევიკებთან მიმართებაში პოზიციის გამო.

Bloomber-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ქეით პოჯანპალო და ლეო ლაიკოლა