LIVE

იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვა 33.4%-ით გაიზარდა - საქსტატი

13 მაი 202211:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 647
იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვა 33.4%-ით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 252 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.4%-ით მეტია.

ოთხ თვეში ექსპორტი 1 მილიარდ 587 მილიონი აშშ დოლარი იყო (32.8%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 3 მილიარდ 665 მილიონი აშშ დოლარი (33.7%-ით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2 მილიარდ 077 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6% შეადგინა. 

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით გაიზარდა და 14 მილიარდ 315 მილიონი აშშ დოლარი იყო.