LIVE

Saudi Aramco-მ Apple-ს გადაუსწრო და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა

12 მაი 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 771
Saudi Aramco-მ Apple-ს გადაუსწრო და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი საუდის არაბეთის ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ მოიპოვა. სიახლე გლობალურად გაზრდილი ინფლაციისაა და ენერგეტიკული რესურსების დეფიციტის შიშის ფონზე, ინვესტორების მხრიდან ნავთობისა და გაზის მიმართ დაინტერესებაზე მიუთითებს. წიაღისეული საწვავი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტში კრიტიკულ მნიშვნელობას ინარჩუნებს. 

ამ დრომდე ყველაზე ძვირადღირებული კომპანია Apple იყო. საუდის არაბეთის ნავთობკომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ოთხშაბათს $2,426 ტრილიონს შეადგენდა, რაც Apple-ის $2,415 ტრილიონს $10 მილიარდზე ოდნავ მეტით აღემატება. 

მიმდინარე წლის დასაწყისში Apple გახდა პირველი კომპანია, რომლის ღირებულებამ $3 ტრილიონს მიაღწია, თუმცა მისი აქციები ბოლო პერიოდში დაზარალდა.

Aramco-ს აქციების ფასი ახლა რეკორდულად გაზრდილია. წელს S&P 500 ინდექსში საუკეთესო შედეგის მქონე ათი კომპანიიდან ცხრა ნავთობისა და გაზის კომპანიაა.

Tesla-მ მიმდინარე წელს ღირებულების მესამედი დაკარგა, მაგრამ მისი საბაზრო ფასი Exxon Mobil-ის აქციებს ორჯერ აღემატება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კევინ კროული