
ორშაბათს საფონდო ბირჟაზე Apple-ის ღირებულებამ ხანმოკლე დროით $3 ტრილიონს გადააჭარბა და კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა.
კომპანიამ ამ ნიშნულს პირველმა მიაღწია, თუმცა ვერ შეძლო მისი შენარჩუნება სავაჭრო დღის ბოლომდე. Apple-მა ვაჭრობა 2.5%-ით უფრო მაღლა, $182.01-ზე დახურა, საბაზრო კაპიტალიზაციამ კი $2.99 ტრილიონი შეადგინა.
კომპანიის წინსვლა აქციებისთვის საკმაოდ პოზიტიური სესიის ფონზე დაფიქსირდა, სადაც Apple-მა და Amazon.com-მა Nasdaq 100 ინდექსის გაუმჯობესებულ პერფორმანსში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
iPhone-ის მწარმოებლის აქციების ფასი წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება. 2020-ში პირველი პანდემიური ჩაკეტვებიდან კომპანიის აქციების ღირებულება 200%-ით არის გაზრდილი. კომპანიის წარმატებაზე განათლებაში, სამუშაოსა და გართობაში ტექნოლოგიების ცენტრალურმა როლმა იმოქმედა, რომელსაც პანდემიამ ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაიან ვლასტელიკა