მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსს, რომელსაც ამჟამად Apple-ი ფლობს, Saudi Aramco უახლოვდება.
საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობის გიგანტის აქციების ფასი ენერგიის გაძვირების ფონზე იზრდება. Aramco-ს საბაზრო ღირებულება $2 ტრილიონამდე გაიზარდა, Apple-ი კი ამჟამად $2.3 ტრილიონად არის შეფასებული.
ორი გიგანტის აქციების ფასი სიმბოლურად გამოხატავს თუ როგორ იცვლება გლობალური ეკონომიკა. Apple-ის აქციები დაზარალდა, რადგან მომხმარებლებმა გართობის ხარჯები ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნების პარალელურად შეზღუდეს. მეორე მხრივ, ტრანსპორტის აღდგენამ ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია, რაც პირდაპირ კვებავს Aramco-ს.
სავარაუდოდ, Aramco ზრდას განაგრძობს. Bank of America-ს ანალიტიკოსების განცხადებით, გლობალური ენერგეტიკული კრიზისი 2014 წლის შემდეგ პირველად, ნავთობის ფასის ბარელზე $100-მდე გაზრდას შეუწყობს ხელს.
პარალელურად, Apple-ი განიცდის ზეწოლას, რადგან ინვესტორები ძვირადღირებულ ტექნოლოგიურ აქციებს სიფრთხილით ეკიდებიან.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მეთიუ მარტინი და ფარა ელბარჰავი