LIVE

უკვე 7 195 სოციალურად დაუცველი დასაქმდა - მინისტრი

12 მაი 202210:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 1586
უკვე 7 195 სოციალურად დაუცველი დასაქმდა - მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე უკვე 7 195 სოციალურად დაუცველი დასაქმდა.

მისი თქმით, მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა დასაქმების ხელშეწყობაა და სწორედ ამ მიზნით, ფუნქციონირებს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“.

„ვაგრძელებთ მუშაობას შრომის ბაზრის გაძლიერებისა და ეკონომიკის გაუმჯობესების მიზნით. შესაბამისად, ინსტიტუციურად გაძლიერდება დასაქმების სააგენტო და დასაქმების ყველა სერვისი ხელმისაწვდომი იქნება, სრულად, ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა პირველ მარტს დაიწყო. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული მოქალაქის ხელფასი 300 ლარია. ამასთან, თუ ბენეფიციარი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული, საქმიანობის ფორმალიზების შესაძლებლობა ეძლევა და ოჯახს 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება საარსებო შემწეობა. 

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტებსა და სამინისტროებში 50 ათასამდე ვაკანსიის მობილიზება მოხდება.