
BBC-ის ცნობით, Doctor Who-ში დროის ლორდის როლს ჯოდი უიტაკერის ნაცვლად ნკუტი გატვა შეასრულებს.
29 წლის მსახიობი BBC-ის პოპულარულ შოუში მე-14 Doctor-ი იქნება. უიტაკერმა გასულ ივლისში განაცხადა, რომ როლს დატოვებდა.
შოტლანდიელი მსახიობი, რომელიც რუანდაში დაიბადა, Netflix-ის პოპულარულ სერიალ Sex Education-ში ერიკ ეფიონგის როლს თამაშობს.
Doctor Who-ს როლი უიტაკერმა 2017-ში მიიღო და პირვლი ქალი Doctor-ი გახდა.
ასევე, BBC-ის განცხადებით, რასელ ტი დევისი, რომელმაც შოუ 2005 წელს აღადგინა 2023 წელს Doctor Who-ს 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად მთავარი პროდიუსერის პოზიციაზე ბრუნდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია