LIVE

ევროკავშირი გეგმავს, რუსებს ევროპაში უძრავი ქონების შეძენა აუკრძალოს

04 მაი 202216:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 1069
ევროკავშირი გეგმავს, რუსებს ევროპაში უძრავი ქონების შეძენა აუკრძალოს

ევროკავშირმა სანქციების მეექვსე პაკეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში ქონების შეძენის აკრძალვა დაამატა.

Bloomberg News-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტის მიხედვით, ევროკომისიის მომზადებული წინადადებების თანახმად, ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებთან, რეზიდენტებთან და სუბიექტებთან ქონებრივი გარიგებების დადება შეწყდება

აკრძალვა არ შეეხება რუსებს, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის მოქალაქეობა ან ევროპის ეკონომიკურ ზონაში ან შვეიცარიაში ბინადრობის უფლება.

ევროკავშირი უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს და სანქციების მე-6 პაკეტს ამზადებს. ახალი შეზღუდვების მიხედვით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირი რუსული ნედლი ნავთობის აკრძალვას გეგმავს, გადამუშავებული საწვავი კი წლის ბოლომდე აიკრძალება. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ დღეს განიხილება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ხორხე ვალერო და ალბერტო ნარდელი