LIVE

NASA: რუსეთი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს

03 მაი 202222:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1040
NASA: რუსეთი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს
NASA

რუსეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადებების მიუხედავად, ის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა სენატში გამოსვლისას განაცხადა. 

გასული კვირის ბოლოს Roscosmos-ის დირექტორმა დიმიტრი როგოზინმა თქვა, რომ დასავლეთის სანქციების გამო, რუსეთმა ორბიტალური ლაბორატორიის დატოვება გადაწყვიტა. რუსული მედიის ცნობით, რუსეთი ISS პარტნიორებს ამ გადაწყვეტილების შესახებ ერთი წლით ადრე აცნობებს.  

ნელსონმა აღნიშნა, რომ რუსეთის განცხადებებმა "არასწორი სათაურების" გავრცელება გამოიწვია. მისივე თქმით, რუსეთი და აშშ აგრძელებენ სადგურის მართვას, სადაც რუსულ სატვირთო გემებს სიმაღლის ცვლილების უზრუნველსაყოფად იყენებენ. ნელსონი აცხადებს, რომ NASA-ს არ მიუღია რაიმე სახის სიგნალი, რომ Roscomos მუშაობას წყვეტს.

სადგურზე მყოფი 11 პირიდან სამი რუსი კოსმონავტია. მას შემდეგ, რაც 2011 წელს შატლები გაუქმდა, NASA, რომელიც უზრუნველყოფს კოსმოსური სადგურის ფუნქციონირებას 2030 წლამდე, აგრძელებს რუსული კოსმოსური ხომალდის Soyuz-ის გამოყენებას ასტრონავტების გადასაყვანად სადგურამდე და უკან. ამჟამად, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო უფრო მეტად კერძო კოსმოსურ ფრენებს ეყრდნობა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ ბაჩმანი