
რუსეთმა გადაწყვიტა, დატოვოს საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS) და ამას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დაწესებულ სანქციებს აბრალებს.
“ჩვენს პარტნიორებს ერთი წლით ადრე ვაცნობებთ ISS-ზე მუშაობის დასრულების შესახებ”, - განაცხადა Roscosmos–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დიმიტრი როგოზინმა.
მიმდინარე თვის დასაწყისში როგოზინი დაემუქრა, რომ დაასრულებდა რუსეთის მისიას ISS-ში, თუ აშშ, ევროპა და კანადა არ გააუქმებდნენ შეზღუდვებს რუსულ კოსმოსურ ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ბიზნესებზე.
ორბიტალური კვლევის კოსმოსური სადგური ომამდე რჩებოდა რუსეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის იშვიათ სფეროდ, მიუხედავად ურთიერთობის გაუარესებისა.
NASA, რომელიც უზრუნველყოფს კოსმოსური სადგურის ფუნქციონირებას 2030 წლამდე, აგრძელებს რუსული კოსმოსური ხომალდის Soyuz-ის გამოყენებას ასტრონავტების გადასაყვანად სადგურამდე და უკან, მას შემდეგ, რაც შატლები 2011 წელს გაუქმდა. ამჟამად, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო უფრო მეტად კერძო კოსმოსურ ფრენებს ეყრდნობა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი