LIVE

მომავალი 10 წლის განმავლობაში ევროპაში აშშ-ზე მაღალი ინფლაციის მოლოდინია

08 მაი 202213:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 617
მომავალი 10 წლის განმავლობაში ევროპაში აშშ-ზე მაღალი ინფლაციის მოლოდინია

პირველად ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ტრეიდერები ევროპაში უფრო მაღალ ინფლაციას ელიან, ვიდრე აშშ-ში, რადგან უკრაინაში ომის გამო ენერგიის ფასები იზრდება.

ბაზრები მომავალი დეკადის განმავლობაში ევროზონაში ინფლაციას 3.02%-მდე ელოდებიან. ეს შედარებით 3%-თან, რომელიც აშშ-შია მოსალოდნელი. გათვლა სვოპ კონტრაქტების მიხედვით არის გაკეთებული, რომლებიც სამომხმარებლო ფასებთანაა დაკავშირებული.

ეს არასასიამოვნო ვითარებას ქმნის ევროპის ცენტრალური ბანკისთვის, რომელმაც ეკონომიკური ზრდის მიმართ საფრთხეები და ინფლაციის შეკავების აუცილებლობა უნდა დააბალანსოს. ასევე, უფრო მეტი ეკონომისტი ალაპარაკდა შესაძლო რეცესიაზე, რადგან რეგიონი რუსული ნავთობის აკრძალვისა და ენერგიის რაციონირების შესაძლებლობის წინაშე დგას.

ჯერჯერობით არ არსებობს მინიშნება, რომ ფასებზე ზეწოლა შენელდება. გასული კვირის მონაცემებმა აჩვენა, რომ ევროზონაში ინფლაციამ ახალ უმაღლეს მაჩვენებელს, 7,5%-ს მიაღწია. დაჩქარებულმა ინფლაციამ ოფიციალურ პირებზე ზეწოლა გაზარდა, რომ კრიზისის დროს შემოღებული სტიმული გაეუქმებინათ და საპროცენტო განაკვეთები გაეზარდათ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გრეგ რიჩი