
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა $4 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა. მიზანი, სავარაუდოდ, თანხის Twitter-ის შესასყიდად გამოყენება იყო.
მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ Tesla-ს აქციების შემდგომი გაყიდვა “არ იგეგმება”.
მასკი Twitter-ს $44 მილიარდად ყიდულობს. ინვესტორების ეჭვს, რომ გარიგებისთვის მასკი Tesla-ს აქციებს გაყიდდა უკვე მოჰყვა ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ვარდნა და შედეგად, კომპანიის ღირებულება ერთ დღეში $126 მილიარდით შემცირდა.
Tesla-ს აქციების ღირებულება დაეცა გასული წლის ბოლოს, როდესაც მასკმა $16 მილიარდზე მეტი ღირებულების აქციები გაყიდა.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, მასკი, $252,2 მილიარდიანი ქონებით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია, მაგრამ წელს Tesla-ს აქციების ბოლოდროინდელმა კოლაფსმა მისი წმინდა ქონება $18 მილიარდით შეამცირა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანა ჰოლი