LIVE

Tesla-ს ღირებულება ერთ დღეში $126 მილიარდით შემცირდა

27 აპრ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 500
Tesla-ს ღირებულება ერთ დღეში $126 მილიარდით შემცირდა

Tesla-ს აქციების ფასი ერთ დღეში 12%-ით შემცირდა და შედეგად, კომპანიის დანაკარგმა $126 მილიარდი შეადგინა. კომპანიის აქციების ვარდნა ინვესტორების შიშს მოჰყვა, რომ ელონ მასკი Twitter-ის $44 მილიარდად შესაძენად, Tesla-ს აქციებს გაყიდის. 

მას შემდეგ, რაც მასკმა მიმდინარე თვის დასაწყისში Twitter-ის აქციების შეძენის სურვილი გაამხილა, ელექტრომობილების მწარმოებლის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა $275 მილიარდზე მეტით. ამასთან, Tesla-ში მასკის 17%-იანი წილის ღირებულება $40 მილიარდზე მეტით შემცირდა. 

მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის შენელებისა და მუდმივი ინფლაციის ფონზე, Tesla-ს აქციების ფასი იკლებს. გარდა ამისა, ინვესტორები გაურბიან მაღალგანვითარებულ კომპანიებს, რადგან ფედერალური სარეზერვო სისტემა განაკვეთების მნიშვნელოვანი ზრდისთვის ემზადება. 

ამ ფონზე მასკი არ განმარტავს როგორ აპირებს Twitter-ის აქციების სანაცვლოდ გადახდას. ცნობილია, რომ მასკი გირაოს სახით ტრანზაქციაში Tesla-ს აქციებს იყენებს. ამან გამოიწვია ინვესტორების შეშფოთება, რომ Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა შესაძლოა, Twitter-ის შესაძენად თავისი აქციების ნაწილი გაყიდოს.

გარდა ამისა, ზოგიერთი ანალიტიკოსი აქციების ვარდნის მიზეზად ასახელებს საკითხს, თუ რამდენად გაართმევს თავს მასკი ახალ გამოწვევას.  

გუშინდელ დღემდე მაღალგანვითარებულ კომპანიებს შორის, ნიუ-იორკის FANG+ ინდექსის მიხედვით, Tesla-ს აქციები მიმდინარე წელს სწრაფი ზრდის ტემპით გამოირჩეოდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: თიაგარაჯუ ადინარაიანი და ეშა დეი