LIVE

ევროპაში გაზის შესაძლო კრიზისის ფონზე, ნავთობი გაძვირდა

27 აპრ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 618
ევროპაში გაზის შესაძლო კრიზისის ფონზე, ნავთობი გაძვირდა

რუსეთის მიერ პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, ევროპული ნავთობი დღეს 24%-ით გაძვირდა. WTI მარკის ნავთობის ფასი კი გუშინ 3.2%-ით გაიზარდა და ბარელზე $102-ს გადააჭარბა.  

გერმანიამ განაცხადა, რომ რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო "მართვადი" ხდება, რაც პოტენციურად კონტინენტის მასშტაბით, რესურსის აკრძალვას რეალურს ხდის. ამან კი შესაძლოა, გლობალურად ნედლი ნავთობით ვაჭრობა შეაფერხოს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ უკვე დადეს პირობა, რომ OPEC+-ის მწარმოებლებისგან იმპორტს აკრძალავენ. 

"რუსეთის უახლესი ნაბიჯები იძლევა საგანგაშო წარმოდგენას იმაზე, თუ რა მოელის ევროკავშირის სხვა წევრებს და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხს პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრში აქცევს", - ამბობს PVM Oil Associates-ის ანალიტიკოსი სტივენ ბრენოკი.

პარალელურად, აშშ-ის დიზელის ფიუჩერსებმა გუშინ ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამავე დროს, ევროპაში საწვავის წარმოებიდან მიღებული მოგება სულ მცირე 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. 

რუსულმა Gazprom-მა ბულგარეთსა და პოლონეთს გაზის მიწოდება, დღეს საფასურის რუბლში გადაუხდელობის გამო, შეუჩერა. გაზის საფასურის რუბლში გადახდა ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. პუტინის პირობას დათანხმდა და რუბლში გადახდა დაიწყო სომხეთმა.

Bloomberg-ის ორიგინლური სტატიის ავტორები: ელიზაბეტ ლოუ და ალექს ლონგლი