LIVE

ბეზოსი მასკის მიერ Twitter-ის შესყიდვას ჩინეთთან აკავშირებს

26 აპრ 202222:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 674
ბეზოსი მასკის მიერ Twitter-ის შესყიდვას ჩინეთთან აკავშირებს

Amazon.com-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა Twitter-ზე პროვოკაციული კითხვა დასვა. ეს მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა პლატფორმა $44 მილიონად იყიდა. ბეზოსი კითხულობს, გაართულებს თუ არა გარიგება საქმეს Tesla-სთვის ჩინეთში.

ტვიტების სერიაში ბეზოსმა ყურადღება გაამახვილა ელექტრომობილების გიგანტის ახლო კავშირზე ჩინეთთან, მსოფლიოს უმსხვილეს ელექტრომობილების ბაზართან, რომელიც ასევე Tesla-ს პირველი საზღვარგარეთული ქარხნის ლოკაციაა. გასულ წელს კომპანიის ავტომობილების გლობალური გაყიდვების ნახევარი შანხაის ქარხანაში იყო წარმოებული. მასკის თქმით, ეს რიცხვი შესაძლოა გაორმაგდეს.

ბეზოსმა Twitter-ზე იკითხა, შესძინა თუ არა ამ გარიგებამ ჩინეთის მთავრობას სავაჭრო ბერკეტი.

"ჩემივე პასუხი ამ კითხვაზე არის - სავარაუოდ არა. უფრო სავარაუდო შედეგი ამ მხირვ ჩინეთში Tesla-სთვის გართულებული სიტუაციაა, ვიდრე Twitter-ზე ცენზურა",- აღნიშნა ბეზოსმა.

მასკი მხარს უჭერს სიტყვის თავუსფლებას პლატფორმაზე. თუმცა, Twitter-ი, როგორც ამერიკული სოციალური მედიის პლატფორმების უმეტესობა, ჩინეთში აკრძალულია.

Tesla-მ ჩინეთში ბუმი ნაწილობრივ საგადასახადო შეღავათების, იაფი სესხებისა და საშინაო ოპერაციების მთლიანად ფლობის შესაძლებლობის წყალობით განიცადა. მაგრამ კომპანია გასულ წელს კრიტიკის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც სახელმწიფო მედიამ და მარეგულირებლებმა კომპანიის დამოკიდებულება მომხმარებლების მიმართ ეჭვქვეშ დააყენეს. ბეზოსის კომპანია ასევე აწარმოებს ბიზნესს ჩინეთში, მაგრამ ის ადგილობრივი ლიდერების Alibaba-ს და JD.com-ის შორეული კონკურენტია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვლად სავოვი