LIVE

კრემლმა იაპონია არამეგობრულ ქვეყნად გამოაცხადა

22 აპრ 202215:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 731
კრემლმა იაპონია არამეგობრულ ქვეყნად გამოაცხადა

რუსეთმა იაპონია არამეგობრულ ქვეყნად გამოაცხადა. კრემლის ამ გადაწყვეტილებამდე იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 წლის განმავლობაში პირველად უწოდა კურილის კუნძულებს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებული.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამის შემდეგ რთული იქნება საუბარი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. 

"აშკარაა, რომ ახლა, როდესაც იაპონია გახდა არამეგობრული ქვეყანა და შეუერთდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს, ძალიან, ძალიან რთულია საუბარი მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებაზე", - განაცხადა პესკოვმა და აღნიშნა, რომ ოთხივე კუნძული რუსეთის განუყოფელი ტერიტორიაა.

22 აპრილს, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელსაც "დიპლომატიის ლურჯ წიგნს" უწოდებენ, 2003 წლის შემდეგ პირველად მოიხსენია კუნძულები როგორც ოკუპირებული ტერიტორია. 

"ჩრდილოეთის ტერიტორიები არის კუნძულები, რომლებზეც სუვერენიტეტი იაპონიას ეკუთვნის და არიან იაპონიის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები, მაგრამ ახლა ისინი რუსეთის მიერ უკანონოდ არის ოკუპირებული," – წერია ანგარიშში.

75 წელზე მეტია ორ ქვეყანას ტერიტორიებზე დავა აქვთ. რუსეთში ტერიტორია სამხრეთ კურილის კუნძულების სახელით არის ცნობილი, იაპონიაში კი ჩრდილოეთ ტერიტორიებს უწოდებენ. 

7 მარტს რუსეთის მთავრობამ იმ უცხო სახელმწიფოებისა და ტერიტორიების სია დაამტკიცა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის, მისი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ არამეგობრულად არიან განწყობილი. სიაში საქართველო არ შედის.