რუსეთის მთავრობამ დღეს იმ უცხო სახელმწიფოებისა და ტერიტორიების სია დაამტკიცა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის, მისი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ არამეგობრულად არიან განწყობილი. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს.
სიაში შედის აშშ და კანადა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო (მისი კუნძულოვანი ტერიტორიები), უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია.
სიაში ასევე შედიან აზიის სახელმწიფოები: იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, მიკრონეზია, ახალი ზელანდია, სინგაპური და ტაივანი.
გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა ორი დღის განმავლობაში არამეგობრული ქვეყნების სია შეედგინა.
გასულ წელს რუსეთის მიერ შედგენილ არამეგობრული ქვეყნების სიაში საქართველოც შედიოდა.
თებერვლის ბოლოს აშშ-მა და ევროკავშირმა უკრაინაში ძალადობრივი შეჭრის გამო რუსეთის მიმართ სანქციები დააწესა.