LIVE

მარტში საქართველოში შემოსული რუსების რაოდენობა 430%-ით გაიზარდა - შსს

21 აპრ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1748
მარტში საქართველოში შემოსული რუსების რაოდენობა 430%-ით გაიზარდა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 430%-ით გაიზარდა. ერთ თვეში საზღვარი 45 068 რუსმა გადმოკვეთა.

წლიურად 1 577%-ით არის გაზრდილი საქართველოში შემოსული ბელარუსის მოქალაქეების რაოდენობა. მიმდინარე წლის მარტში საქართველოს საზღვარი 20 029 ბელარუსმა გადმოკვეთა

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 229%-ით არის გაზრდილი ქვეყანაში უკრაინის მოქალაქეების შემოსვლის მაჩვენებელი. მარტის მონაცემებით, საქართველოში სულ 16 923 მოქალაქე შემოვიდა. 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკაში 47 678 მოქალაქით პირველ პოზიციაზე თურქეთია. ზრდა კი 130%-ს შეადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარტში საქართველოს საზღვარი სულ 701 740-ჯერ გადაიკვეთა (შემოსვლა-გასვლა). აქედან 65% უცხოელი იყო, 35% კი ქართველი.

გასული თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა, შემდეგ მოდის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტი.