LIVE

ბანკებმა რუსეთს $649.2 მლნ-ის გადახდა დაუბლოკეს - რუსეთის მტკიცებით, ვალი რუბლში გადაიხადა

06 აპრ 202215:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 3509
ბანკებმა რუსეთს $649.2 მლნ-ის გადახდა დაუბლოკეს - რუსეთის მტკიცებით, ვალი რუბლში გადაიხადა

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, უცხოურმა ბანკებმა ქვეყნის ევროობლიგაციებისთვის $649.2 კუპონის გადახდის მიღებაზე უარი განაცხადეს. სამინისტროს მიხედვით, ამის შემდეგ დოლარში დენომინირებული ვალის მომსახურებისთვის რუბლში გადაიხადა.

ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გადახდა ობლიგაციის დაფარვისთვის და ასევე 2042 წლის აპრილის ობლიგაციებზე კუპონის გადახდებისთვის დოლარში განახორციელა, მაგრამ ისინი არ მიიღეს, რამაც რუსეთს შიდა ფინანსური ინსტიტუტების გამოყენება აიძულა. სამინისტრომ დასძინა, რომ ეროვნულ საანგარიშსწორებო დეპოზიტარს სრული გადახდა რუბლებში გადაურიცხა.

ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ვალდებულებებს სრულად შესრულებულად თვლის.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების ხაზინამ რუსეთს აშშ-ის საბანკო ანგარიშებიდან დოლარში დენომინირებული ვალდებულებების მომსახურება აუკრძალა. ნაბიჯის მიზანია აიძულოს რუსეთი ამოწუროს დოლარის შიდა რეზერვები, დახარჯოს ახალი შემოსავლები ან გამოაცხადოს დეფოლტი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია