LIVE

ქართული ღვინის 60%-ზე მეტი რუსეთში გაიყიდა

08 თებ 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1295

მიმდინარე  წლის იანვარში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით საქართველომ $21,8 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც 35%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

აღნიშნულ პერიოდში, საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5,3 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის იანვრის მაჩვენებელს. ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 43%-ით, $11,6 მილიონამდეა გაზრდილი. 

აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის და საბრენდო სპირტის ძირითადი გასაღების ბაზარი, გასული წლის მსგავსად, კვლავ რუსეთია. ღვინის ექსპორტის 61% სწორედ რუსეთზე მოდის. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა შემდეგ მიმართულებებზე: პოლონეთი 103% (502986 ბოთლი), ჩინეთი 514% (278493), ლიეტუვა 114% (117588), აშშ 245% (79890), ლატვია 22% (92892), ესტონეთი 102% (64344), იაპონია 482% (17280) და დიდი ბრიტანეთი 35% (42528).

ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებშიც: უკრაინა 93% (574566), ყაზახეთი 106% (99672), ჰოლანდია 74% (18270), შვედეთი 234% (19590), რუსეთი 34% (3204979), მონღოლეთი 23% (40884).

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 123-მა კომპანიამ განახორციელა.