LIVE

OPEC-ი გეგმიდან გადახვევასა და ნავთობის მიწოდების დამატებით ზრდაზე უარს ამბობს

31 მარ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 860
OPEC-ი გეგმიდან გადახვევასა და ნავთობის მიწოდების დამატებით ზრდაზე უარს ამბობს

OPEC-ი და მისი მოკავშირეები ნავთობის ბაზრების კრიზისგან დისტანცირდნენ და წარმოების ეტაპობრივი ზრდის გრაფიკიდან გადახვევაზე უარი განაცხადეს. პარალელურად, აშშ სტრატეგიული რეზერვიდან უპრეცედენტო გამოშვებას გეგმავს.

კარტელმა მაისში დაგეგმილი მიწოდების ზრდა, დღეში 432,000 ბარელი დაამტკიცა. გადაწყვეტილება მოლოდინებს შეესაბამება და საკმაოდ პერიფერიულია ბაზარზე ფასების მთავარი მამოძრავებლისთვის, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გეგმას გულისხმობს რამდენიმე თვის განმავლობაში დღეში დაახლოებით 1 მილიონი ბარელი ნავთობის რეზერვებიდან გამოშვების შესახებ. გეგმა საწვავზე გაზრდილ ფასებს და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად გაჩენილ მიწოდების დეფიციტს უკავშირდება.

Brent-ის ტიპის ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო ფასი 5,6%-ით დაეცა და ლონდონში 13:05 საათისთვის $107,05 შეადგინა.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია და მისი მოკავშირეები ეწინააღმდეგებიან პოლიტიკურ კრიზისში ჩათრევას, რომელიც მათი ერთ-ერთი წამყვანი წევრის სამხედრო აგრესიითაა გამოწვეული.

ჯგუფისთვის მოსკოვთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად, განსაკუთრებით საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის. ალიანსმა საშუალება მისცა სპარსეთის ყურის ორ ექსპორტიორს გაეძლიერებინათ კონტროლი ნედლი ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე და ამავდროულად შეამცირებინათ მათი ვაშინგტონზე დამოკიდებულება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გრანტ სმიტი