LIVE

გვენეტაძე: რომ არა რუსეთის აგრესიული ქმედება, რეფინანსირების განაკვეთი არ გაიზრდებოდა

30 მარ 202213:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 894
გვენეტაძე: რომ არა რუსეთის აგრესიული ქმედება, რეფინანსირების განაკვეთი არ გაიზრდებოდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი, 0.5 პროცენტული პუნქტით, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად წარმოქმნილი შოკების გამო გაზარდა.

„რომ არა რუსეთის აგრესიული ქმედება უკრაინაში, 24 თებერვლიდან დაწყებული, დღეს ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა ნამდვილად არ იქნებოდა. სამწუხაროდ, გაუარესებულმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა შექმნეს ამის აუცილებლობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, კონფლიქტი მალე დასრულდება და ინფლაციაც მოგვცემს საშუალებას, რომ საპროცენტო განაკვეთის შემცირება დროულად დავიწყოთ“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, დღეს, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ს შეადგენს.