რუსმა კანონმდებლებმა გააფართოეს კანონი, რომელიც ადამიანებს სამხედრო ოპერაციების შესახებ ყალბი ამბების გამოქვეყნებისთვის თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით ემუქრება. ნაბიჯი მკვეთრი ესკალაციაა უკრაინაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ომის მედია გაშუქების კონტროლისთვის.
სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც საზღვარგარეთ სამთავრობო ორგანოების საქმიანობის შესახებ ყალბი ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებას დანაშაულად ცნობს. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას 700,000 რუბლიდან ($6,800) 5 მილიონ რუბლამდე და თავისუფლების აღკვეთას, თუ ქმედებამ "მძიმე შედეგები" გამოიწვია.
მიმდინარე თვის დასაწყისში პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბრალდებულნი არიან სამხედროების შესახებ "ყალბი ამბების" გავრცელებაში ან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ. პარალელურად, ხელისუფლებამ გაამკაცრა ინფორმაციის კონტროლი რუსეთის უკრაინაში შეჭრის და მასშტაბური სანქციების ფონზე, რომელმაც ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია.
გასულ კვირას პუტინმა პირობა დადო, რომ რუსეთს "ნაძირლებისა და მოღალატეებისგან" გაწმენდს, რომლებიც უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებიან.
რუსეთმა მიმდინარე კვირაში ასევე აკრძალა Facebook-ი და Instagram-ი, როგორც "ექსტრემისტული" ორგანიზაციები.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია