LIVE

რუსეთი Facebook-სა და Instagram-ს „ექსტრემიზმის“ კანონით კრძალავს

21 მარ 202221:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 879
რუსეთი Facebook-სა და Instagram-ს „ექსტრემიზმის“ კანონით კრძალავს

მოსკოვის სასამართლომ რუსეთში Meta Platforms-ის Facebook-ი და Instagram-ი აკრძალა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყანამ კანონი "ექსტრემიზმის" შესახებ უცხოურ ტექნოლოგიურ კომპანიის წინააღმდეგ გამოიყენა.

Tass-ის ცნობით, თავმჯდომარე მოსამართლემ მხარი დაუჭირა პროკურორის მოთხოვნას სოციალური ქსელების აკრძალვის შესახებ, რაც მყისიერი ეფექტით მათ ექსტრემისტულ ორგანიზაციებად ცნობას გულისხმობს.

ნაბიჯი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაკონტროლების კუთხით უკანასკნელი ესკალაციაა. უფრო ადრე მარეგულირებლებმა რუსეთში Facebook-სა და Instagram-ზე წვდომა დაბლოკეს.

განსაზღვრება შეიძლება ასევე გახდეს Meta-ს ნებისმიერი თანამშრომლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საფუძველი, მაგრამ კომპანიას ქვეყანაში თანამშრომლები არ ჰყავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია