LIVE

IMF: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის დეფოლტი გლობალურ ფინანსურ კრიზისს გამოიწვევს

14 მარ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1349
IMF: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის დეფოლტი გლობალურ ფინანსურ კრიზისს გამოიწვევს
Bloomberg

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის კრისტალინა გეორგიევას მიხედვით, რუსეთის სუვერენული დეფოლტი გამორიცხული აღარ არის. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან გლობალური ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთისა და რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთის საკრედიტო რეიტინგი შემცირდა. Fitch Ratings-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ დეფოლტი "გარდაუვალია".

კითხვაზე, არსებობს თუ არა რისკი, რომ რუსეთზე ფინანსური ზეწოლა მსოფლიო ფინანსურ კრიზისს გამოიწვევს, სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით, არა. მისი თქმით, ბანკების გლობალური დაუცველობა რუსეთის მიმართ აუცილებლად სისტემურად აქტუალური არ არის.

გეორგიევას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) გარდაუვალად შეამცირებს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას 2022 წლისთვის, ის მაინც პოზიტიური ზრდის ტემპი იქნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტონი ჟუჟკა