LIVE

ლარი 15 თეთრით გაუფასურდა - Bloomberg–ის სისტემაში ერთი დოლარი 3.15 ლარი ღირს

24 თებ 202214:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 1387
ლარი 15 თეთრით გაუფასურდა - Bloomberg–ის სისტემაში ერთი დოლარი 3.15 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის ერთი დოლარი 3.1517 ლარი ღირს. დღეს ვაჭრობა 3.0075-ზე გაიხსნა, შესაბამისად ლარი 15 თეთრითაა გაუფასურებული.

დღეისთვის მოქმედი ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 3.0162 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას რუსული რუბლის მკვეთრი გაუფასურება მოყვა. ამ დროისთვის ერთი დოლარის ღირებულება 84 რუბლს აჭარბებს.