Coca-Cola რუსეთში საქმიანობას აჩერებს და იმ ამერიკული და ევროპული კომპანიების სიას უერთდება, რომლებმაც რუსეთის ბაზარი ქვეყნის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დატოვეს.
„ჩვენი გული იმ ადამიანებთანაა, რომლებიც უკრაინაში ამ ტრაგიკული მოვლენების არაკეთილსინდისიერ შედეგებს განიცდიან“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანია არ ავრცელებს დამატებით დეტალებს განხორციელებული ქმედებების შესახებ. Coca-Cola-მ ასევე განაცხადა, რომ ნაბიჯის სავარაუდო გავლენა ჯერჯერობით ნათელი არ არის. რუსეთი და უკრაინა კომპანიის კონსოლიდირებული წმინდა საოპერაციო შემოსავლის დაახლოებით 1%-ს და საოპერაციო მოგების 2%-ს წარმოადგენენ.
Coca-Cola უერთდება McDonald’s-ს, Starbucks-ს და სხვა მსხვილ ამერიკულ ბრენდებს, რომლებმაც რუსეთი ქვეყნის სამხედრო მოქმედებებისგან გამოწვეული მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და ლტოლვილთა კრიზისის ფონზე დატოვეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონათან როდერი