LIVE

KFC და Pizza Hut რუსეთში ინვესტიციებს აჩერებენ

08 მარ 202218:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 837
KFC და Pizza Hut რუსეთში ინვესტიციებს აჩერებენ
PAVLO GONCHAR/SOPA IMAGES/LIGHTROCKET VIA GETTY IMAGES

ამერიკული კომპანია Yum Brands-ი, რომელიც ფლობს სწრაფი კვების რესტორნებს KFC-სა და Pizza Hut-ს, რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს.  

“როგორც ბევრი სხვა მთელს მსოფლიოში, შოკირებული ვართ უკრაინაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებით. Yum! Brands-მა შეაჩერა ყველა ინვესტიცია და რესტორნების გახსნა რუსეთში და განიხილავს დამატებით ზომებს. Yum! Brands-ს რუსეთში ოპერაციებიდან მიღებულ მოგებას ჰუმანიტარულ მიზნებზე გადაანაწილებს”, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამერიკული Yum! Brands-ი 1997 წელს დაარსდა. კომპანიას 150-ზე მეტ ქვეყანაში 50000-ზე მეტი რესტორანი აქვს. მისი საერთაშორისო ბრენდებია KFC, Pizza Hut და Taco Bell.