LIVE

პროგნოზი: ენერგოსანქციების შემთხვევაში, ნავთობის ფასი $200-ს მიაღწევს

07 მარ 202210:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1213
პროგნოზი: ენერგოსანქციების შემთხვევაში, ნავთობის ფასი $200-ს მიაღწევს
Andrey Rudakov/Bloomberg

Westbeck Capital Management-ის პროგნოზით, რუსული ენერგიის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებამ ნავთობის ფასი შესაძლოა $200-მდე გაზარდოს.

ლონდონში ბაზირებული ჰეჯ-ფონდი იმ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის არის, რომელიც ფსონს ნავთობის ფასის შემდგომ ზრდაზე დებს იმ პირობებშიც კი, თუკი ბირთვული შეთანხმების შედეგად ირანი გლობალურ ბაზარზე დაბრუნდება.

ინვესტორებისთვის გაგზავნილ წერილში, Westbeck-მა განაცხადა, რომ რუსი ექსპორტიორების მიმართ მზარდი პროტესტი მოთხოვნის ნაწილის რღვევასთან ერთად ნავთობის ფასებს $150-$175 დიაპაზონამდე გაზრდის და არც ის არის გამორიცხული, ღირებულება $200-ს გასცდეს. აქვე ფონდის ანალიტიკოსებმა დასძინეს, რომ ნავთობის ფასის გაორმაგება თავის მხრივ, დააჩქარებს ინფლაციას და ფედ-ს სავარაუდოდ საპროცენტო განაკვეთის ზრდა მოუწევს.

Bloomberg Commodity Spot Index, რომელიც ენერგომატარებლების, მეტალის და მარცვლეულის ფასებს აერთიანებს, ბოლო შვიდი წლის მაქსიმუმზეა. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბირჟებზე პარასკევს $110-ს სცდებოდა ამ დროისთვის კი $130-მდეა. ამასობაში, 23 ნავთობ ექსპორტიორი ქვეყნისგან დაკომპლექტებული კოალიციის, OPEC+-ის შეკრებაზე ოთხშაბათს მიწოდების სამიზნე მაჩვენებლების ვერ შესრულების პრობლემაზე იმსჯელეს. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ კი ბაზრების დამშვიდება ნავთობის საგანგებო რეზერვების ბაზარზე გამოტანით სცადა

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნიშანთ კუმარი და ბენ ბარტენშტეინი