OPEC-ი და მისი მოკავშირეები აპრილისთვის მიწოდების მოკრძალებულად გაზრდაზე შეთანხმდნენ. პარალელურად, ბაზარზე არეულობისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ნავთობის ფასი რეკორდულად გაიზარდა და ბარელზე $113 შეადგინა.
23 ქვეყნის კოალიციამ, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს, დღეში 400,000 ბარელით გაზრდილი მიწოდება დაამტკიცა. ნაბიჯი აგრძელებს მიწოდების ეტაპობრივი აღდგენის ტემპს, რომელიც პანდემიური შეზღუდვების დროს მიწოდების შემცირებას მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ ყოველთვიური მიწოდების მცირე ზრდა უმნიშვნელოა რუსეთის სამხედრო აგრესიით გამოწვეულ ბაზრის რყევებთან შედარებით, რომელიც OPEC+-ის ალიანსის სიდიდით მეორე წევრია.
რუსეთის უკრაინაში შეჭრას დასავლეთის მხრიდან ჯერჯერობით ენერგიაზე სანქციები არ მოჰყოლია. თუმცა, არსებობს ნიშნები, რომ მოვაჭრეების და გემების მფლობელების ქვეყნის ნავთობისგან დისტანცირების სურვილი ფაქტობრივ ემბარგოს გამოიწვევს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დინა ხრანიკოვა