LIVE

პუტინმა საუდის არაბეთის პრინცს უთხრა, რომ გლობალური ენერგომომარაგების პოლიტიზება მიუღებელია

03 მარ 202221:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 3626
პუტინმა საუდის არაბეთის პრინცს უთხრა, რომ გლობალური ენერგომომარაგების პოლიტიზება მიუღებელია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთის პრინცთან საუბრისას განაცხადა, რომ გლობალური ენერგომომარაგების საკითხის პოლიტიზება მიუღებელია.

პუტინი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მუჰამედ ბინ სალმანს ტელეფონით დღეს ესაუბრა. კრემლის განცხადებით, საუბრისას ხაზი გაესვა „ორმხრივ ინტერესს პარტნიორობის შემდგომი ყოვლისმომცველი განვითარების მიმართ".

პუტინის უკრაინაში შეჭრამ რუსეთი ეკონომიკურად იმაზე მეტად იზოლირებული დატოვა, ვიდრე ეს იყო ათწლეულების განმავლობაში, ბევრი რუსული ბანკი მოწყვეტილია გლობალურ ფინანსურ სისტემას და მოვაჭრეებს არ სურთ რუსული ნავთობის გადაზიდვა.

OPEC+-მა, რომელსაც საუდის არაბეთი და რუსეთი ხელმძღვანელობენ, ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე დიდწილად უგულებელყო მზარდი კრიზისი, თუმცა კარტელი მზარდი ზეწოლის ქვეშაა, რომ გაზარდოს წარმოება ნედლი ნავთობის ფასის ზრდის შემსუბუქების მიზნით. ამ ნაბიჯმა კი შესაძლოა დაძაბულობა გამოიწვიოს რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია