LIVE

ICR მარტის შემოსავლების 2%-ს უკრაინის დახმარების ფონდში გადარიცხავს

01 მარ 202217:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 1868
ICR მარტის შემოსავლების 2%-ს უკრაინის დახმარების ფონდში გადარიცხავს

კორპორაცია ICR-ი მარტის თვეში მიღებული შემოსავლების 2%-ს უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადარიცხავს.

„უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენს სოციალურ და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობად ვთვლით, რომ გვერდში დავუდგეთ მოძმე სახელმწიფოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად“,- განაცხადა ICR-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კახა ხაზარაძემ.

კახა ხაზარაძე მოუწოდებს ბიზნესის სხვა წარმომადგენლებსაც, რომ მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას და წვლილი შეიტანონ უკრაინის და უკრაინელების დასახმარებლად.

როგორც მან აღნიშნა, ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინაში, ის ეხება საქართველოს და მის მომავალს, ამიტომ აუცილებელია ერთიანი ძალებით გვერდში დავუდგეთ მოძმე ერს.