
TikTok-ი ევროპაში რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებების, RT-სა და Sputnik-ის მაუწყებლობას ბლოკავს.
TikTok-მა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ევროკავშირმა რუსული საინფორმაციო საშუალებების მაუწყებლობის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
მანამდე, Microsoft-მა ასევე განაცხადა, რომ წაშლის RT-ს საინფორმაციო აპებს თავისი app store-დან.
აღსანიშნავია, რომ Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მფლობელმა კომპანია Meta Platforms-მა რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში რეკლამირება ან მათი პლატფორმების მონეტიზაცია აუკრძალა.
ამასთან, Meta-მ აღმოაჩინა და გააუქმა დეზინფორმაციის ქსელი, რომელიც ანგარიშების, ჯგუფებისა და გვერდების გამოყენებით უკრაინის შესახებ მიზანმიმართულად ავრცელებდა დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში.