LIVE

ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს შესაძლოა სანქციები დაუწესოს

23 თებ 202219:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 1059
ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს შესაძლოა სანქციები დაუწესოს
Alexander Astafyev/AFP/Getty Images

რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩს შესაძლოა დიდი ბრიტანეთის სანქციები დაემუქროს, თუ მოსკოვთან უკრაინის გამო დაძაბულობა გაგრძელდება. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მსგავს ნაბიჯს არ გამორიცხავს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტში გამოსვლისას შეცდომით განაცხადა, რომ აბრამოვიჩის წინააღმდეგ უკვე დაწესებული იყო სანქციები. მოგვიანებით ჯონსონის პრესმდივანმა გამოასწორა შეცდომა, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა არ გამირიცხა საფეხბურთო კლუბ ჩელსის მფლობელის, რუსი მილიარდერის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

“ჩვენს სიაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომელთა წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად მზად ვართ. ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ადამიანები, რომლებიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში სანქციებს დაექვემდებარებიან”, - განაცხადა ტრუსმა.

Bloomberg-ის მონაცემებით, 55 წლის აბრამოვიჩის ქონება $15 მილიარდს აჭარბებს. დიდ ბრიტანეთში, ის ყველაზე მეტად ასოცირდება ჩელსის საფეხბურთო კლუბთან.

სამშაბათს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ხუთ რუსულ ბანკს და სამ მდიდარ პირს უკრაინაში. გაერთიანებული სამეფო უკრაინაში პუტინის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მოლოდინშია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კიტი დონალდსონი