LIVE

რას ყიდულობს და ყიდის უკრაინა რუსეთში - სავაჭრო ბრუნვამ $10 მილიარდს გადააჭარბა

23 თებ 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1433
რას ყიდულობს და ყიდის უკრაინა რუსეთში - სავაჭრო ბრუნვამ $10 მილიარდს გადააჭარბა

რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 39%-ით გაიზარდა და $10.1 მილიარდს გადააჭარბა.

როგორც უკრაინული გამოცემა epravda.com.ua უკრაინის საბაჟო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რუსეთმა უკრაინაში $6.65 მილიარდის პროდუქცია გაყიდა, ხოლო უკრაინის ექსპორტმა რუსეთის ფედერაციაში 2021 წელს $3.44 მილიარდს მიაღწია.

გასულ წელს უკრაინამ რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტში $4 მილიარდი გადაიხადა (ქვანახშირი-$1.55 მილიარდი, საწვავი - $1.24 მილიარდი, გათხევადებული გაზი - $960 მილიონი, კოქსი - $240 მილიონი).

უკრაინის ძირითადი საექსპორტო პროდუქტი რუსეთში ალუმინია ($626 მლნ) აღსანიშნავია, რომ 2021 წელს უკრაინამ რუსეთში $791 მილიონის ლითონის ნაკეთობები გაყიდა. საექსპორტო პროდუქციის ხუთეულშია ასევე სხვადასხვა ტიპის ტუმბოები ($77 მლნ), შესაფუთი მასალები ($61 მლნ) და კერამიკული ფილები ($46 მლნ).

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. საპასუხოდ, გერმანიამ Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. სანქციები დააწესეს აშშ-მა, ბრიტანეთმა, კანადამ, ევროკავშირმა, იაპონიამ და ავსტრალიამ. დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ქვეყნის ხუთ ბანკს და სამ რუს მილიარდერს.