LIVE

პუტინმა უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება დაადასტურა

21 თებ 202223:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 1342
პუტინმა უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება დაადასტურა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ის აღიარებს უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობას. ამის შესახებ მან ახლახან სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.  

მან ხელი მოაწერა შესაბამის დოკუმენტებს და რუსეთის პარლამენტს მიმართა, რაც შეიძლება მალე მოახდინოს რატიფიცირება.

"დარწმუნებული ვარ, რუსი ხალხის მხარდაჭერა მექნება",- აღნიშნა საუბრის დასასრულს. 

ვრცელი სატელევიზიო გამოსვლის დროს პუტინმა თქვა, რომ უკრაინას შეიძლება, ეწოდოს ლენინის სახელობის ქვეყანა, რადგან ის სწორედ ლენინმა შექმნა. მისივე თქმით, აშშ-მა და ნატომ უკრაინა „ომის თეატრად“ აქციეს. 

21 თებერვალს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით ოფიციალურად მიმართეს.

დასავლელმა ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ უკრაინის ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში ევროკავშირი მას სავარაუდოდ, სანქციებს დაუწესებს.

სატელევიზიო გამოსვლამდე, მან საფრანგეთის და გერმანიის პრეზიდენტებს უთხრა, რომ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავდა.