
კრემლის პროპაგანდისტებს ევროკავშირი სანქციებს უწესებს. სანქცირებულ პირებს შორის არიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა, ტელევიზია RT-ის ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი, ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი.
ბლოკის წევრი ქვეყნები უკვე შეთანხმდნენ სადამსჯელო ზომების პაკეტზე, რაც მოიცავს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას, მის ტრანზიტისთვის გამოყენებასა და ევროპის ტერიტორიაზე არსებული აქტივების დაყადაღებას.
გარდა რუსი პროპაგანდისტებისა, არსებული ინფორმაციით, სანქციები შეეხებათ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანტონ ვაინოს, სამხედროებს, სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერ პიოტრ ტოლსტოის.
სანქცირებულ პირთა სრული ჩამონათვალი დღეს, 23 თებერვალს გამოქვეყნდება.