
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპისთვის გაზის ფასი შეიძლება გაორმაგდეს მას შემდეგ, რაც გერმანიამ Nord Stream 2 მილსადენის სერტიფიცირება შეაჩერა.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ მამაც სამყაროში, სადაც ევროპელები ძალიან მალე გადაიხდიან 2000 ევროს 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში!", - მედვედევმა ეს განცხადება Twitter-ზე რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოაქვეყნა.
German Chancellor Olaf Scholz has issued an order to halt the process of certifying the Nord Stream 2 gas pipeline. Well. Welcome to the brave new world where Europeans are very soon going to pay €2.000 for 1.000 cubic meters of natural gas!
Bloomberg-ის გამოთვლებით, გუშინ ევროპაში 1000 კუბური მეტრი გაზი 830 ევრო ღირდა.
გუშინ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გამო გერმანია Nord Stream 2-ის მილსადენის სერტიფიცირების პროცესს აჩერებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დინა ხრენიკოვა