LIVE

ევროკავშირი დუმის 351 დეპუტატის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს

22 თებ 202217:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 944
ევროკავშირი დუმის 351 დეპუტატის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს

ევროკავშირი განიხილავს სანქციებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 351 დეპუტატის წინააღმდეგ, რომლებმაც ხმა მისცეს აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებას. სადამსჯელო ზომებს დაექვემდებარება რუსეთის კიდევ 11 მოქალაქე, რომლებიც დამოუკიდებლობის აღიარების ინიციატივით გამოდიოდნენ.

ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს სანქციების დაწესებას იმ სამხედრო ძალების მეთაურების წინააღმდეგ, რომლებიც ვლადიმერ პუტინმა დონეცკსა და ლუგანსკში განალაგა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბლოკის ყველა წევრმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა სანქციებს, მაგრამ უნგრეთმა შესთავაზა სიფრთხილის ნოტა. სანქციების პაკეტი ჯერ არ არის დასრულებული და ის წევრმა ქვეყნებმა ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ.

ბლოკი ასევე განიხილავს სანქციებს ორი რუსული ბანკისა და რუსეთის სუვერენული ვალის დაფინანსებაზე, რათა შეაჩეროს ევროპული ინსტიტუტების მიერ ახალი რუსული ობლიგაციების შესყიდვა ან მონაწილეობის მიღება მეორად ბაზარზე ვალის რეფინანსირებაში.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ხუთ რუსულ ბანკს: Rossiya-ს, IS Bank-ს, General Bank-ს, Promsvyazbank-სა და Black Sea Bank-ს, ასევე სამ პირს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს სანქციები უკვე დაუწესა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია