LIVE

იაპონია წყალბადის საწვავზე მომუშავე მატარებლის გამოცდას იწყებს

21 თებ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 827
იაპონია წყალბადის საწვავზე მომუშავე მატარებლის გამოცდას იწყებს
JR East

იაპონიის უმსხვილესი სარკინიგზო კომპანია მომავალ თვეში წყალბადის საწვავზე მომუშავე მატარებლის გამოცდას იწყებს. ნაბიჯი ემსახურება ქვეყნის მიზანს გახდეს ნახშირბად-ნეიტრალური 2050 წლისთვის.

ორ ვაგონიანი მატარებლის - Hybari-ის განვითარება დაახლოებით $35 მილიონი დაჯდა და წყალბადის ერთჯერადი შევსებით და მაქსიმალური სიჩქარით 140 კილომეტრის გავლა შეუძლია.

East Japan Railway-მ, რომელმაც მატარებელი Toyota Motor-თან და Hitachi-სთან პარტნიორობით შექმნა, მათ გამოყენებას დიზელის ფლოტის ჩასანაცვლებლად და ექსპორტისთვის გეგმავს. კომერციული მომსახურება 2030 წლიდან უნდა დაიწყოს.

იაპონიამ წყალბადი სუფთა ენერგიის ძირითად წყაროდ აქცია. მთავრობამ განაცხადა, რომ მიზნად ისახავს 2050 წლისთვის წყალბადის მოხმარება 20 მილიონ ტონამდე გაზარდოს.

აღსანიშნავია, რომ წყალბადის მატარებლებში პიონერი ევროპა იყო. გერმანიამ მსოფლიოში პირველი მატარებელი გამოუშვა, რომელიც Alstom-ის მიერ 2018 წელს შეიქმნა. Siemens-ი და Deutsche Bahn-ი ახალ რეგიონულ მატარებლებს და სპეციალურ საწვავის სადგურებს ავითარებენ და მათ გამოცდას 2024 წელს დაიწყებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შიჰო ტაკაეზავა