LIVE

Amazon-ი Visa ბარათების მიღებას განაგრძობს - კომპანიები შეთანხმდნენ

18 თებ 202216:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 722
Amazon-ი Visa ბარათების მიღებას განაგრძობს - კომპანიები შეთანხმდნენ

Amazon-ის გლობალურ ქსელი Visa-ს ბარათების მიღებას დათანხმდა. კომპანიებმა მოაგვარეს უთანხმოება, რომელიც კომერციული გიგანტისთვის ელექტრონული კომერციის გადახდების შეფერხების საფრთხეს ქმნიდა.

საცალო მოვაჭრემ განაცხადა, რომ მომხმარებლებს სინგაპურსა და ავსტრალიაში Visa-ს გამოყენებისას დამატებითი გადასახადი აღარ დაეკისრებათ. კომპანია ასევე არ შეწყვეტს Visa-ს საკრედიტო ბარათების მიღებას amazon.co.uk.-ზე.

საცალო მოვაჭრეები დიდი ხანია აპროტესტებენ საკომისიოებს, რომელიც მათ თითოეული გადახდისას ეკისრებათ. მიუხედავად იმისა, რომ საკომისიო ძალიან მცირეა, საბოლოოდ ხარჯი მნიშვნელოვან ციფრებს აღწევს. მოვაჭრეებმა მხოლოდ 2020 წელს ბარათით გადახდების მიღებაში $110 მილიარდი დახარჯეს.

კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორი Visa-ს პოლიტიკა გახდა ელექტრონული კომერციის გადახდების კატეგორიზაციის შესახებ. კომპანია ასეთ გადახდებს ანიჭებდა „ბარათი ადგილზე არ არის“ სტატუსს, რაც ჩვეულებრივ უფრო მაღალ ტარიფებში ითარგმნება.

მიუხედავად იმისა, რომ Amazon-ი თვეების განმავლობაში უკვე უწესებდა დამატებით გადასახადს მომხმარებლებს, რომლებიც სინგაპურსა და ავსტრალიაში მის პლატფორმაზე Visa ბარათებს იყენებენ, გასული წლის ბოლოს ელექტრონული კომერციის გიგანტმა გაერთიანებულ სამეფოში ფირმის საკრედიტო ბარათების სრულად ამოღების შესახებ დააანონსა. გასულ თვეში, ორმა კომპანიამ განაცხადა, რომ შეთანხმებაზე მუშაობდნენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯენიფერ სურაინი და ვლად სავოვი