
ფულის სამყაროში, დიდი ხნის შემდეგ, ძალაუფლების ბალანსი იცვლება. Amazon.com-ის გადაწყვეტილება გაერთიანებულ სამეფოში გაცემული Visa-ს საკრედიტო ბარათებით შესყიდვების შეჩერების შესახებ აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური გიგანტები დამკვიდრებული ფინანსური ქსელების წინააღმდეგ მიდიან.
არც ისე შორეულ მომავალში მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს საბაზრო ძალა, რომ მომხმარებლებმა მხოლოდ კომპანიის შიდა მონეტების გამოყენება შეძლონ. ამავდროულად, ელექტრონული კომერციის გიგანტებს მოვაჭრეებზე ამ გზით შესული ნაღდი ფულის ნულოვანი ღირებულებით გასესხება შეეძლებათ.
იმის გათვალისწინებით, რომ ბანკების ჩვეულებრივ ბიზნეს მოდელებს არ ექნებათ შანსი გადახდის, დაკრედიტებისა და კომერციის სრულად დაკავშირებულ მოდელს კონკურენცია გაუწიონ, ზოგიერთმა ქვეყანამ შესაძლოა, ციფრული ნაღდი ფულის გამოშვება დააჩქაროს. საბოლოოდ, პლატფორმების მხრიდან ცენტრალური ბანკების ციფრულ ფულზე უარის თქმა შესაძლოა, უკანონოც გახდეს. თუმცა, ამით პოლიტიკის შემქმნელები მყიდველების დაცვის ფასად გამყიდველებს დააზარალებენ.
თუ ცენტრალური ბანკები საკუთარ ციფრულ ვალუტას სავალდებულო ლეგალურ გადახდის საშუალებად დაამტკიცებენ, მაშინ ელექტრონული კომერციის საიტები ვერ შეძლებენ გაცემული სესხების ავტომატურ დაფარვას ჭკვიანი კონტრაქტების მეშვეობით. შედეგად, მცირე ბიზნესს იაფი სესხის მიღების შანსი, რაც სხვა შემთხვევაში ექნებოდა, აღარ ექნება.
თუ ცენტრალური ბანკი დარეგისტრირდება როგორც მოთამაშე, გადახდების თამაში შეიცვლება. მონეტარულ ორგანოში მოქალაქეების განთავსებული დეპოზიტები, რომლებიც ციფრული საფულეებით არის ხელმისაწვდომი, შეიძლება ისეთივე მოსახერხებელი იყოს ონლაინ შესყიდვებში, როგორც საბანკო სადებეტო ბარათი. თუმცა, ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას არ ექნება საკრედიტო ბარათის ალტერნატივა, რადგან არცერთ საჯარო სექტორის ხელისუფლებას არ სურს იყოს საზოგადოების კრედიტორი.
ჩვენ ყველა, როგორც მომხმარებლები, ვსარგებლობთ დაბალი გადახდის ხარჯებით, რომლებიც საკრედიტო ბარათების წყალობით ნარჩუნდება. წონასწორობის დარღვევამ შესაძლოა, ყველა ჩვენგანისთვის უარესი იყოს.
Bloomberg-ის ორიგინაური სტატიის ავტორი: ენდი მუხერეჯი