LIVE

Netflix-მა სტანდარტული პაკეტის ფასი $1.50-ით გაზარდა

16 იან 202216:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 1301
Netflix-მა სტანდარტული პაკეტის ფასი $1.50-ით გაზარდა
Bloomberg

Netflix-მა ყოველთვიური სააბონენტო პაკეტების გადასახადი აშშ-ში $1-დან $2-მდე გაზარდა. კომპანია სერვისის გაძვირების გზით შემოსავალს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ცვლილებები, რომელიც Netflix-ის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ძირითად პაკეტზე ფასის $1-იან, ხოლო პრემიუმ პაკეტზე ფასის $2-ით ზრდას გულისხმობს. რაც შეეხება კომპანიის სტანდარტული პაკეტს, ის $1.50-ით გაძვირების შემდეგ ახლა $15.49 ღირს.

სტრიმინგის ინდუსტრიის ლიდერმა ბოლოს ფასები 2020 წლის ოქტომბერში გაზარდა, როდესაც სტანდარტული შეთავაზება $1-ით გააძვირა. კომპანიის სერვისებზე ფასი საშუალოდ ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ მატულობს. Netflix-მა ასევე გაზარდა ფასები კანადაში, სადაც სტანდარტული პაკეტი 16,49 კანადური დოლარი ღირს.

ამბის გავრცელების შემდეგ Netflix-ის აქციები 3,7%-მდე გაიზარდა. კომპანია მეოთხე კვარტლის მოგების შესახებ მონაცემებს მომავალ კვირას გამოაქვეყნებს. Bloomberg-ის მონაცემებით, აბონენტების რაოდენობის წმინდა ზრდა 8.4 მილიონამდეა მოსალოდნელი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 221.9 მილიონამდე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლუკას შოუ